უკვე მეორე დღეა მოქალაქებიი “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იკრიბებიან და 8 აგვისტოს მათი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხდებებს აპროტესტებენ.
ისინი ივანიშვილის გუნდს ახსენებენ, ვინ არის საქართველოს მტერი და კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, პუტინი კი არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მტერია.
აქციის მონაწილეებს შორის არიან იძულებით გადადგილებული პირები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსეთის აგრესია.
აქედან დავიწყოთ, რამხელა ოფისია, და საქართველოს სიმბოლიკა- დროშა, რომელიც ვალდებულებაა, რომ უნდა ეკიდოს აქ, საქართველოს დროშა არ აქვთ აქ. იმდენად ანტიპატია აქვთ ამ ქვეყნის მიმართ, ეს ქვეყანა მათ უნდა მხოლოდ საშოვნელად ფულის, ადამიანი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ე.ი. ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავე, აი, ამ გმირების ქვეყანაში. მსოფლიოში დაასახელეთ სახელმწიფო რომელსაც ამდენი გმირი და ამდენი წმინდანი ჰყავს, ამ გმირების ქვეყანაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, ხიხო, თავზე აზის ქვეყანას, ეს არის დიდი სირცხვილი საქართველოსი, – ამბობს აქციის მონაწილე.
ჩვენ მთავრობა პუტინს ეხმარება, პუტინი არის მთელი მსოფლიოს მტერი, ჩვენი ხომ მითუმეტეს. თუ არ გავაჩერებთ ამ ამბავს, დავიღუპებით რა, – ამბობენ ისინი და კობახიძეს ღალატში ადანაშულებენ.
ის, რაც კობახიძემ გააკეთა, ნამდვილი ღალატია. დარწმუნებული ვარ, ეს არ შერჩება. ვისაც ეს ამბავი და თავის ქვეყანა აინტერესებს, ყველამ კარგად იცის, თვითონ პუტინის სიტყვები, თუ როგორ დაგეგმა, რა დროს დაგეგმა, როგორ გააკეთა და როდის დაიწყო ომი, ასევე, როგორ გავეცით ჩვენ პასუხი, როგორც შემდგარმა ერმა, – აცახებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, ვიდრე მმართველი გუნდი ბოდიშს არ მოიხდის, პროტესტს არ შეწყვეტენ.
