Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გიორგი ბარამიძეს უნდა ეყოს გამბედაობა, სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა” – რას ამბობს კობა ლიკლიკაძე

August 10, 2026
“გიორგი ბარამიძეს უნდა ეყოს გამბედაობა, სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა” – რას ამბობს კობა ლიკლიკაძე

სახელმწიფო ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორის, კობა ლიკლიკაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ლიკლიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ მიაჩნია სწორად, გია ბარამიძე გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე რუსეთს სანქცია უკვე გაცემული აქვს.

„გამომძიებელი დაინტერესდა, რა პერიოდში ვმონაწილეობდი 1992–1993 წლებში და როგორი იყო ჩემი გამოცდილება, თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, თუ შევხვედრივარ გიორგი ბარამიძეს, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესის, თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ. ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი, რაზეც ამომწურავი პასუხები გავეცი. პირადად მე გიორგი ბარამიძე იქ არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ეს მსმენია ჩემი კოლეგებისგან, პრესცენტრის იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პროცესში. ასევე, გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც ახალგაზრდა აფხაზი ტყვე ჩავწერე, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გაცვლის პროცესის დროს და, რომელმაც მაშინ თქვა, რომ ძალზე კარგად ექცეოდნენ ქართველები. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწისა და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.

ვფიქრობ, ბოდიშს ყველაზე მეტად ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც, ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არც ხელფასი აქვთ მაღალი და არც სოციალური მდგომარეობა, აქვთ მხოლოდ ღირსება. იმას როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო იქით მხარე, თურმე ანგელოზები არიან და რუსული დისციპლინით მოქმედებენ, ეს მათ ღირსებას ლახავს. არ მიმაჩნია სწორად, რომ გია ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე რუსეთს სანქცია უკვე გაცემული აქვს“, – აღნიშნა ლიკლიკაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების „განცხადებას“, ლიკლიკაძის თქმით, „ეს არის კოლატერალური შედეგი, რომელიც გია ბარამიძის განცხადებას მოჰყვა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთში თვითონ გავერკვევით და არ გვჭირდება აფხაზების ადვოკატობა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან…” – რას ამბობს ეკა კუპატაძე
  • „დადეთ დაფნა სუფრის ქვეშ…“ – ეზოთერიკოსი ფინანსების მოზიდვის პრაქტიკას გვიზიარებს
  • ვარშავაში პოლიციამ “სასტიკ” ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge