Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ მიმაჩნია სწორად, რომ ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს აქვს გაცემული…” – რას ამბობს კობა ლიკლიკაძე

August 10, 2026
“არ მიმაჩნია სწორად, რომ ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს აქვს გაცემული…” – რას ამბობს კობა ლიკლიკაძე

“არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული” – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

კობა ლიკლიკაძე აფხაზეთის ომის დროს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ყოფილი თანამშრომელი იყო.

მისი თქმით, იმ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს და გამბედაობა უნდა ჰყოფნიდეს, რომ ბოდიში სწრაფად მოიხადოს.

მე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მძიმე, აბსურდული განცხადება, ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწისა და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.

მე არ მიმაჩნია სწორად, რომ გიორგი ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს უკვე აქვს გაცემული“, – განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.

სამხედრო ჟურნალისტმა დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებს კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და თქვა, რომ “TV პირველის” ეთერში კონკრეტული ფრაზა არასწორი ფორმულირებით თქვა:

არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, სამხედრო მედიკოსების ღვაწლის ძალიან შელახვა – ეს განზრახვა არ მქონია. ჩართული სიტყვა, როგორც ამბობენ თქვენს ეთერში გამომრჩა. ცალსახად ვინანიებ ამას და ყველა სამხედრო მედიკოსს, სათითაოდ ვუხდი ამის გამო ბოდიშს. შეიძლება ითქვას, ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც იშვიათად დამიშვია და მომსვლის ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში”- თქვა ლიკლიკაძემ.

რა თქვა კობა ლიკლიკაძემ?
“TV პირველის” ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას კობა ლიკლიკაძემ თქვა, რომ თითქოს 10 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებმა დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს:

„არ ვთქვი მაშინ ეთერში ერთი ფაქტი, რომელიც მე ვიცოდი, როდესაც პანიკის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაიკრიფა მედპერსონალი თავისი ტექნიკით და დატოვეს დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები მათ შორის, ეს მოხდა 10 აგვისტოს საღამოს. მე მივხვდი, რომ თუ ამ ინფორმაციას თუ გადავცემდი, ამას მოჰყვებოდა ისეთი პანიკა, რომ მეორე დღეს ქალაქი დაცლილი იქნებოდა“.

რას ედავებიან ბარამიძეს?
შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო.

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. “თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი”- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში პოლიციამ “სასტიკ” ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა
  • ახალ ზელანდიაში თოვლი მოვიდა
  • ფარცხალაძის საქმეში ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge