Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

August 10, 2026
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

“ახალი „პოლიტიკოსების“ გამოჩეკის წესი ოლიგარქის დიქტატურაში
ნაბიჯი პირველი – გამოაცხადე რომ ხარ ახალი სახე, რომელსაც დიდი ხანია ელის ძველი სახეებით დაღლილი ხალხი. იქვე ერთ პლანზე დააყენე „ნაცები“ და „ქოცები“ და ხაზი გაუსვი რომ „მიშა წარსულია“.
ნაბიჯი მეორე – იპოვე ფულის წყარო, რომელიც როგორც წესი ივანიშვილის რომელიმე სატელიტია და ფულს იძლევა დიქტატორის დავალებით.
ნაბიჯი მესამე – იყიდე ფულით საეთერო დრო ოპოზიციურ არხებზე, რომლებსაც უჭირთ და იძულებულები არიან გაყიდონ ეს დრო და სინიც ბევრად უფრო ვრცლად დაგითმობენ ეთერს, ვიდრე ვიღაც სააკაშვილს ან ხაბეიშვილს ან ჯაფარიძეს. იქირავე სოლიდური მოლაპარაკე თავები რომლებიც ვრცლად შეაქებენ შენს პარტიას როგორც „ერთადერთ გადამრჩენელს“
ნაბიჯი მეოთხე – გამოაცხადე რომ გადიხარ ჩვეულებრივ ხალხში მათი პრობლემების შესასწავლად და ყოველ წუთს ჩაერთე რეგიონებიდან ისეთი სახით, გეგონება ამერიკა აღმოაჩინე შენი ხალხთან კონტაქტისას.
ნაბიჯი მეხუთე – მოუწოდე ერთობისკენ და შედი შენს მსგავს ბიზნეს პროექტებთან ერთად „ოპოზიციურ“ გაერთიანებაში
და ბოლოს – გააკეთე ის რისთვისაც ყველა წინა ნაბიჯი გადადგი – დაგმე არჩევნების ბოიკოტი, „შეერკინე“ ოცნებას და მეტი ლეგიტიმურობა „არჩევნების“ ფარსს.
აი ამ ცირკს გვითამაშებენ მუდმივად თვალწინ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს ხალხი აღარ ეგება. ითმენს ამ თამაშს, როგორც ბევრ სხვა რამეს ითმენს უკვე მემკვიდრეობით დიქტატურაში გადაქცეულ რეჟიმში, მაგრამ ეს ოლიგარქის კოლბაში ჩამოსხმული „ახალ-ახალი სახეები“ ვერანაირ მოჭიდებას ვერ პოულობენ და ვერც იპოვიან.
საერთოდ ივანიშვილის თამაში თავიდანვე იყო ძალიან მარტივი, ნაცმოძრაობის გახლეჩა და დასუსტება ცალკეული ფიგურების ამბიციების წახალისებით და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით და მაინც ყოფილ ნაციონალებსაც არ ენდობა, ამიტომ ახდენს პარალელური ბიზნეს-პოლიტ პარტიების შექმნას, ახალი „ოპოზიციის“ შექმნა ივანიშვილმა თავიდანვე დააანონსა.
წლები წავლენ და წამოვლენ და ქვიშები დარჩებიან და სინამდვილე რჩება ერთი და იგივე, არსებობს ივანიშვილი თავისი ბანდიტებით, ფულით და რუსული მხარდაჭერით და აქეთ მხარეს ვართ ჩვენ, ჩვენი გაუყიდაობით, ხალხურობით და წარმატებული საქართველოს იდეით და კონკრეტული გამოცდილებით. საბოლოო ჯამში იდეა ყოველთვის ამარცხებს ფულით შეიარაღებულ ბოროტებას, ოღონდ ჩვენ ეს სამართლიანად ძალიან გვეჩქარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ცვლილებები კარს არის მომდგარი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ვახტანგ ლოლუა პირველ ადგილზეა
  • ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში ვახტანგ ლოლუა პირველ ადგილზეა
  • “მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩემი შვილი იმნაძეს ავიწროებდა, მე კი დავამტკიცებ, რომ ჩემს შვილს ცილს სწამებენ…” – რას ამბობს მოკლული მასწავლებლის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge