“მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და უდიდეს პრობლემას უქმნიდა გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს და საგზაო ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში, გვინდა, რომ სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ე.წ. ელბაქიძის აღმართამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდეს, ასფალტის ქვედა ფენებში მოვაქციოთ, რათა ავტომობილებით გადაადგილება გახდეს შესაძლებელი. სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იწარმოებს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. რუსთაველის გამზირი სრულად განახლებული და გალამაზებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
