“ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია. კი, ჩატარდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, რეალობა არ არის დადგენილი, ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში არსებობს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ურთიერთგამომრიცხავი. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები და ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“ – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ “ფორმულასთან”.
