Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, გამოიკითხა ცნობილი ქურდის- დედ ხასანის შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი

August 10, 2026
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, გამოიკითხა ცნობილი ქურდის- დედ ხასანის შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძებო მოქმედებები რუსეთშიც ჩატარდა – მოსკოვში ფარცხალაძის ადვოკატი იყო ჩასული.

მან დღეს სასამართლოში თქვა, რომ გამოკითხა ცნობილი ქურდის – დედ ხასანის შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი, რომელიც გამოძიების ვერსიით, ამ მკვლელობის დამკვეთია.

დაცვის მხარე სწორედ ამ ოქმის დართვას მოითხოვს საქმეზე, სადაც უსოიანი ამბობს, რომ ოჯახი შურისძიებაზე უარს აცხადებს.

ეს არის მტკიცებულებების ერთი ნაწილი, რომელზეც გამოძიება რუსეთში ჩატარდა, თუმცა, ფარცხააძის ადვოკატებმა ასევე ინფორმაცია გამოითხოვეს რუსული გამოძიებიდან და ამ ინფორმაციის დართვასაც ითხოვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული, რის გამოც, პროკურატურა მათ დაუშვებლად ცნობას მოითხოვს.

მტკიცებულებები, გამოთხოვილი იქნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები, გამოთხოვილი იქნა მის მობილურ ტელეფონზე დეტალური ინფორმაცია, დათვალიერებულია და საქმეზეა წარმოდგენილი. ეს მტკიცებულებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ყველა ამ მტკიცებულებას ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და ერთობლიობაში შეაფასებს.

ბრალდების მხარეს დაცვის მხარემ რიგი მტკიცებულებები გაუცვალა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ასევე, კომპიუტერული მონაცემი, რაც ბრალდების მხარის შეფასებით, კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული. აქვე დავძენ, ეს მტკიცებულებები არაფერს ადასტურებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველა მტკიცებულება კანონის დარღვევით აქვთ მოპოვებული, ბრალდების მხარე რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს”, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ფარცხალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შემდგომში, როდესაც საქემზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, დააყენოს შუამდგომლობა ოთარ რომანოვ ფარცხლაძის დისტანციურად ჩართვის შესახებ.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება
  • სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს
  • “გიორგი ბარამიძეს უნდა ეყოს გამბედაობა, სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა” – რას ამბობს კობა ლიკლიკაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge