Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

August 10, 2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ახალგორის რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა. სოფელ ციხისძირში დახმარებას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას მეხუთე შვილის მომლოდინე ორსული დახვდათ, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა.

პაციენტის მდგომარეობის შეფასების პარალელურად, ბრიგადა სადისპეტჩერო სამსახურს დაუკავშირდა და ჰოსპიტალიზაციისთვის მომზადება დაიწყო.

როგორც ექიმი ცირა გათენაშვილი იხსენებს:

„ბინაზე მისულებს დაგვხვდა ორსული ქალბატონი, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები ჰქონდა დაწყებული. პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციისთვის მომზადება. თუმცა, სასწრაფო დახმარების ავტომობილში გადაყვანის დროს ქალბატონმა მოულოდნელად სანაყოფე წყლები დაღვარა და მშობიარობა დაიწყო. ჩვენ სწრაფად მოვამზადეთ სამეანო ნაკრები და საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე გავწიეთ.“

მშობიარობის პროცესში ექიმს განსაკუთრებული დახმარება გაუწია ექთანმა ლიანა ჯარმელიშვილმა, რომელიც პროფესიით ბებიაქალია. მისი გამოცდილება და პროფესიული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მშობიარობის მშვიდად და სწორად წარმართვისთვის.

საბოლოოდ, ქვეყანას კიდევ ერთი ჯანმრთელი ბიჭუნა შეემატა. ახალშობილის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანისას აბგარის შკალით 10 ქულით შეფასდა.

ექიმი ცირა გათენაშვილი 1997 წლიდან სასწრაფო დახმარების გუნდის წევრია. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მის პროფესიულ პრაქტიკაში მშობიარობის მიღების ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო.

„ასეთი წუთების დავიწყება რთულია. განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც შენს ხელებში ახალი სიცოცხლე იბადება. მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის თითოეულ წევრს და დედასა და ახალშობილს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ“, – ამბობს ექიმი ცირა გათენაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლილუაშვილის პროცესი გადაიდო – ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “გარკვეულ პირებთან ვაჭრობა მიმდინარეობს“
  • “არ მიმაჩნია სწორად, რომ ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე სანქცია რუსეთს აქვს გაცემული…” – რას ამბობს კობა ლიკლიკაძე
  • “მშვენივრად დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა აგრესია, ე.წ. პრინციპულობა გამოიჩინეს…” – რას ამბობს დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge