Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მერია – რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, გაზმომარაგების ქსელებზე, პარალელურად, ეწყობა სანიაღვრე სისტემა

August 10, 2026
თბილისის მერია – რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, გაზმომარაგების ქსელებზე, პარალელურად, ეწყობა სანიაღვრე სისტემა

თბილისის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მათივე ცნობით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, გამზირზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება, სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელებზე. პარალელურად კი, ეწყობა სანიაღვრე სისტემა.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და უდიდეს პრობლემას უქმნიდა გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს და საგზაო ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში, გვინდა, რომ სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ე.წ. ელბაქიძის აღმართამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდეს, ასფალტის ქვედა ფენებში მოვაქციოთ, რათა ავტომობილებით გადაადგილება გახდეს შესაძლებელი. სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იწარმოებს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. რუსთაველის გამზირი სრულად განახლებული და გალამაზებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის ტროტუარებზე ეწყობა მიწისქვეშა კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენები განთავსდება. საფეხმავლო ნაწილში მიმდინარეობს არსებული მოაჯირების, ფილებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალების დემონტაჟი. ასევე მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების გრუნტისგან გასუფთავება, რათა შემდგომ შესრულდეს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.

თბილისის მერიის ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით გაგრძელდება.

„კერძოდ, განახლდება ტროტუარები, რომლებიც ბუნებრივი ფილებით მოპირკეთდება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. ასევე დამონტაჟდება შუქნიშნები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.

გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე კი, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გახარიას გუნდი მოითხოვს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება
  • სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge