Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” სამშობლოსა და საკუთარ სამხედროებს რომ დააბრალებ ხან ომის დაწყებას, ხან ტყვეების დახვრეტას, ეს წამოცდენით არ ხდება, ეს შიგნით გიზის…” – რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი

August 10, 2026
“ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გადაცდომები არის ისეთი, რომ ლეტალურად მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეებთან პოლიციელების შეტაკება – მადლობა ღმერთს, საქართველოში გადაცდომები არც ძალიან ბევრი ყოფილა და არც ლეტალური” – გურამ მაჭარაშვილი

ბარამიძის განცხადება არის გაგრძელება იმ რეზოლუციისა, რომელსაც ბარამიძის პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი და საკუთარ სამხედროებს დააბრალა იმ ოპერაციის დაწყება, რომელიც პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის თამადობით, 2008 წელს მიიღო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ეს არის ის ბუნება, რომელიც ზოგადად აქვთ „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს.

„ეს არ იყო წამოცდენა, როგორც ამას ახლა ბარამიძე ცდილობს, დაამტკიცოს. მეორე, ვითომ განმარტება კი, კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველი განცხადება – „სიტყვა დახვრეტის ნაცვლად, სხვა რამე უნდა გამომეყენებინაო“. ფორმას რა მნიშვნელობა აქვს? შინაარსით თქვა ის, რასაც ომის შემდგომ საკუთარ სამხედროებს აბრალებდნენ. რომ არა ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ბრძოლა ორ საერთაშორისო ინსტანციაში – ჰააგასა და სტრასბურგში, საკუთარ სამხედროებს, „ნაცმოძრაობის“ გამო, ომის დანაშაულებები დაბრალდებოდათ. იმიტომ, რომ ოთხი წლის განმავლობაში, 2008-დან 2012 წლამდე, მტკიცებულებებიც კი არ იყო საერთოდ წარდგენილი საერთაშორისო სასამართლოებში. საერთოდ არ არსებობდა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთ-საქართველოს შორის დავა მიმდინარეობდა – ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. ეს არის ზუსტად ბარამიძის განცხადების გამოვლინება და იმ რეზოლუციის ბუნებრივი გაგრძელება, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ახლა უკვე ტყვეების დახვრეტა.

გნებავთ, სიტყვა „დახვრეტა“ გამოიყენოს ბარამიძემ, გნებავთ, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით თქვას – შინაარსით ხომ ეს თქვა? სამწუხარო ეს არის. ეს, რა თქმა უნდა, არავის გახარებია. ეს არ იყო კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ – „ნაცმოძრაობა“ არის ვითომ პოლიტიკური პარტია, რომელიც შეგნებულად ანადგურებს საკუთარ სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება გამოძიებას, იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ კიდევ უფრო ბევრი სხვა ფაქტი გამოვლინდება. საინტერესოა, რას იტყვის გამოძიების პროცესში თავად ბარამიძე, კიდევ რას განმარტავს. ძალიან კარგია ის, რომ ბოლოს და ბოლოს ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ეცოდინება, რას ფიქრობს ბარამიძე, გარდა იმისა, რასაც ამბობს და არა მარტო ის – მთლიანად მთელი ხელისუფლება, ზოგადად, რადგან ეს არის ის საკითხი, რა საკითხთან დაკავშირებითაც წამოცდენები არ არსებობს. სამშობლოსა და საკუთარ სამხედროებს რომ დააბრალებ ხან ომის დაწყებას და ხან ტყვეების დახვრეტას, ეს წამოცდენით არ ხდება – ეს შიგნით გიზის. ძალიან საინტერესო იქნება, ამ შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, რომლის შესახებაც, იმედი გვაქვს, საზოგადოებას საგარეო უწყება აცნობებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე 7 აგვისტოს გამოძიება დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მერაბ „მანქანა“ დვალიშვილთან ერთად ბარჟაზე დაბრუნება – მარკ ცუკერბერგი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
  • 11-12 აგვისტოს ღამის საათებში ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი – თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
  • “ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია…” – რას ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge