მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 354 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 13.08%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 64.36 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.77%-ით მომატებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 353 ლარია, 750 სინჯის – 262 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 205 ლარი ღირს.
