Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტია მსგავსი მებრძოლის ადამიანის განეიტრალება…” – რას ამბობს ოპოზიცია მირცხულავასთვის ბრალის წარდგენაზე

August 10, 2026
“ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტია მსგავსი მებრძოლის ადამიანის განეიტრალება…” – რას ამბობს ოპოზიცია მირცხულავასთვის ბრალის წარდგენაზე

ნიკა მელიას საქმის 2 წლის შემდეგ თაროდან ჩამოღებას ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ნიშნით აფასებენ.

მათი თქმით, “ქართული ოცნება“ ცდილობს შეაშინოს ყველა ახალგაზრდა, თუმცა, შედეგს მაინც ვერ მიიღებს.

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ ბრალს სამართლებრივი შინაარსი სრულად აქვს გამოცლილი და ეს არის რეპრესიების კიდერვ ერთი მეთოდი.

ცოტნე მირცხულავას მიმართ ბრალის წარდგენას კომიკურთან ერთად სრულად გამოცლილი აქვს სამართლებრივი შინაარსი, ჩვენ ვხსნიდით პარტიულ ოფისს სამტრედიაში, სადაც თავდასხმა მოხდა ნიკა მელიაზე, ეს ნაძირალა იყო მოგზავნილი “ოცნების“ მხრიდან და თითქოს, ცოტნე მირცხულავა უშლიდა ხელს საარჩევნო კამპანიას, იმ საარჩევნო პროცესს, რომელიც ოფიციალურად, იმ პერიოდში გამოცხადებულიც არ იყო, აქედან გამომდინარე, ეს არის რეპრესიების კიდევ ერთი მეთოდი, მცდელობა “ოცნების“ მხირდან, რაც საბოლოოო ჯამში ვერც ცოტნეს და ვერც სხვა წევრების მიმართ, ვერანაირ საფუძცველს ვერ შექმნის, რომ ჩვენ გავჩერდეთ. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

ხელისუფლებას უნდა აქტიური, პროცესში მყოფი ახალგაზრდების დათრგუნვა, შეშინება, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი და დარწმუნებულია, რომ ამით ვერავის გააჩუმებენ და შეაშინებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის აღძვრა თავიდან ბოლომდე ცოტნეს უკავშირდება, რადგან ამ ხელისუფლებას უნდა აქტიური, პროცესში მყოფი ახალგაზრდების დათრგუნვა, შეშინება, რადგან წარმოიდგინეთ, ამდენ რამეს გაუძლო, არ დაიღალო, ნიჰილიზმში არ ჩავარდე, მაინც იბრძოლო, ასეთი ცოტაა შემორჩენილი და ის ცოტაც აღიზიანებთ. რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას 2 წლის შემდეგ ამბის გახსენება, ნიკა მელია ისედაც ციხეშია, მისი დაცვა რაში აინტერესებთ, ერთადერთი ვინ არის? ნათელი ახალგაზრდა, სტუდენტი ცოტნე, რომელიც არის პროცესში დარჩენილი, შეუპოვარი, მებრძოლი და ეს არის მიზანი, რომ გააგზავნოს მესიჯი ყველა სხვა დანარჩენთან, რომ იცოდეთ, ყველას კართან მოვლათ, მაგრამ მე დღეს ცოტნეს შეშინებულის ვერაფერი შევატყვე, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ლუკა ჭოხონელიძის თქმით, ცოტნე მირცხულავა მებრძოლი ადამიანია და ის უკვე არაერთხელ „გაეჩხირათ თვალში “ოცნებას“ და ივანიშვილს“.

მირცხულავასნაირ ქართველებს “ქართული ოცნება“ გაფაციცებით ებრძვის და ეძებს. მირცხულავა არაერთხელ გაეჩხირა თვალში ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას და მის მესვეურებს, იმიტომ რომ ის რეალურად არის იმ მებრძოლი მენტალიტეტის და სულის მატარებელი ადამიანია, როგორიც უნდა “ოცნებას“, რომ საკუთარი ამომრჩევლის თვალში იყოს. დარწმუნებული ვარ „ოცნებისთვის“ პრიორიტეტია მსგავსი მებრძოლის ადამიანის განეიტრალება ნებისმიერი გზით, – განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

გამოძიება 2 წლის შემდეგ – საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქმე ეხება ნიკა მელიაზე თავდასხმას.
უწყების ცნობით, სამივე მათანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, გამოიკითხა ცნობილი ქურდის- დედ ხასანის შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი
  • ერთ თვეში საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 პირს შეუწყდა – რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge