Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

August 10, 2026
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები გრძელდება.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს.

პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

„იმერეთის მუხნარის ტყის მასივები არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაა ღირებული, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც ტყის აღდგენასა და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს. უკვე თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების დადებითი შედეგები, ხოლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ“, – აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორია და „ქუთაისის მუხნარი“, სადაც „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხისა და ძელქვას სახეობები გვხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და დაბინძურების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„ტყის აღდგენის „ქუთაისის მუხნარში“ ღონისძიებები 2018 წლიდან მიმდინარეობს. სანიტარიული ჭრების პარალელურად განხორციელდა როგორც ტყის ხელოვნური გაშენება, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. დღეისთვის, ტყის აღდგენის ღონისძიებები 311.4 ჰექტარ ფართობს მოიცავს. დარგულია 9 500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა. ასევე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე სადრენაჟე სამუშაოები ჩატარდა“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ვინაიდან მას შეურაცხადობა დაუდგინდა
  • წყალი 23 საათამდე არ იქნება – კომპანია GWP ინფორმაციას ავრცელებს
  • “ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია. არაფერი სხვა არ თქმულა…” – რას ამბობს კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge