Saturday, August 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

August 8, 2026
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს – სხდომაზე ყრილობის თარიღი განისაზღვრება

სიმბოლურია, რომ კობახიძის მოღალატეობრივი განცხადება საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირების მემორიალზე გაკეთდა, რითაც მან მათ, ისევე როგორც საქართველოსთვის მებრძოლ ყველა პატრიოტს, შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მთავარსარდალმა 7 აგვისტოს დაიწყო, არის ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციისა და დაჩქარებული ტემპით მიმდინარე ანექსიის პროცესის პირდაპირი პოლიტიკური გამართლება; ასევე, ზუსტად ის, რასაც რუსეთი თავის ოფიციალურ განცხადებებში აჟღერებს. ეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაუფარავ და პირდაპირ ღალატს.

სიმბოლურია, რომ ბატონი კობახიძის ეს მოღალატეობრივი განცხადება გაკეთდა საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირების მემორიალზე, რითაც მან მათ, ისევე როგორც საქართველოსთვის მებრძოლ ყველა პატრიოტს, შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოში იმ რუსული გეგმის რეალიზაციას, რომლის მიზანი არა მხოლოდ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის ხელშეწყობაა, არამედ ასევე მიმართულია იმ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვისკენ, სადაც რუსეთის ფედერაცია უკვე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის შერაცხული როგორც აგრესორი, უკანონო ოკუპანტი და ეთნიკური წმენდის განმხორციელებელი სახელმწიფო.

„ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმის ეს მოღალატეობრივი განცხადება ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომავალში როგორც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივებს, ისე მთლიანად საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს მოვუწოდებთ, საკადრისად დაგმონ რეჟიმის ეს მოღალატეობრივი ქმედება, მეთოდები და მიზნები.

ჩვენი, როგორც საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების, ვალია, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა არ დავუშვათ რუსეთის მიერ მართული, ოკუპაციის გამამართლებელი მოღალატეობრივი რეჟიმის მიერ საქართველოში პუტინის გეგმის რეალიზაცია. არა ოკუპაციას! არა ოკუპანტ რუსეთს! არა ოკუპანტთან კოლაბორაციაში მყოფ მოღალატურ რეჟიმს! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!“, – წერია პარტიის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • “ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
  • აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge