Saturday, August 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფოტოსურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ნია იმნაძის ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა…” – ეკა კუპატაძე

August 8, 2026
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

“მა­ლა­ნი­ებ­მა და იმ­ნა­ძე­ებ­მა 2 ოქ­ტომ­ბერსვე იცოდ­ნენ, რომ მათი შვი­ლე­ბი გა­რე­უ­ლი იყ­ვნენ სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულ­ში” – ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ ეკა კუ­პა­ტა­ძე “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი” გა­ნა­ცხა­და.

ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბულ ფო­ტო­სუ­რათ­ზე, რო­მე­ლიც მისი თქმით, ნია იმ­ნა­ძის მე­გო­ბარ­მა გა­უგ­ზავ­ნა.
“ახა­ლი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბი, რაც აღ­დგა ნია იმ­ნა­ძის ტე­ლე­ფო­ნი­დან, ეს არ მაქვს და ეს გად­მო­მე­ცე­მა, მაგ­რამ ძვე­ლიც არის საკ­მა­ოდ მსუ­ყე რა­ო­დე­ნო­ბით.

ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ახლა ვი­სა­უბ­რებ, ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და ნო­ემ­ბერ­ში და ნია იმ­ნა­ძის ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ნია იმ­ნა­ძეს ეს ჰქონ­და ატ­ვირ­თუ­ლი “ინ­სტაგ­რამ­ზე”. შემ­დეგ, როცა საქ­მის მა­სა­ლე­ბი მომ­ცეს, ნია იმ­ნა­ძის ტე­ლე­ფო­ნის პირ­ვე­ლა­დი აღ­დგე­ნა რომ მოხ­და, იქ ვი­პო­ვე ეს სუ­რა­თი და ეს სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია 2 ოქ­ტომ­ბერს.

2 ოქ­ტომ­ბერს ეს სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია მა­შინ, როცა ნია იმ­ნა­ძე გი­გას “ჩა­ტი­დან” გე­ბუ­ლობს გი­გა­ზე თავ­დას­ხმას. ანუ ამ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის დროს, როცა ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და ნია იმ­ნა­ძე არი­ან ერ­თად. “ჩატ­ში” არის მი­მო­წე­რე­ბი, ნია იმ­ნა­ძეც წერს, ის ბავ­შვე­ბიც წე­რენ და მერე ერთ-ერ­თთან პი­რად­ში გა­და­ვი­და იმი­ტომ რომ იმ ბავ­შვმა მი­წე­რა პი­რად­ში. მას ეგო­ნა, გიგა მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დარ­ჩე­ბა და ამ მი­მო­წე­რას ნა­ხავს და უხერ­ხუ­ლი­აო. იმ დროს, როცა გი­გა­ზე თავ­დას­ხმა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ნია იმ­ნა­ძე და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი არი­ან ერ­თად”- გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

რო­გორც გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ამ­ბობს, ის სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე გი­გას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან მისი მე­ო­რე შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და არ უნ­დო­და, რომ გა­ე­გო ეს ინ­ფორ­მა­ცია.
“2 ოქ­ტომ­ბე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. ნია იმ­ნა­ძემ იმ “ჩა­ტი­დან” გა­ი­გო გი­გას შე­სა­ხებ თუ სხვა რა­ი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­და­ნაც მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, ეს მე არ ვიცი, მაგ­რამ ვიცი, ის რომ მე სა­გულ­და­გუ­ლოდ ვმა­ლავ­დი გი­გა­ზე თავ­დას­ხმას 3 ოქ­ტომ­ბრის დი­ლამ­დე. მე დამ­ჭირ­და სის­ხლი და გავ­ხდი იძუ­ლე­ბუ­ლი სკო­ლის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის “ჩატ­ში” მე­თხო­ვა, ჩემი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის მშობ­ლებ­თან მე­თხო­ვა სის­ხლი. იმი­ტომ რომ ნიკა (მე­ო­რე შვი­ლი) იყო სა­ზღვარ­გა­რეთ და 3 ოქ­ტომ­ბერს დი­ლით უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. არ მინ­დო­და, რომ ნი­კას გა­ე­გო. ყვე­ლას ვთხო­ვე, რომ არ გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნათ.

2 ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს, 3 ოქ­ტომ­ბე­რი რომ თენ­დე­ბო­და, პირ­ვე­ლის წუ­თებ­ზე, ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვა შვილს, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ესა­უბ­რე­ბა ნი­ა­კო იმ­ნა­ძის შეყ­ვა­რე­ბულ­ზე. ახლა კი­თხვა – ნია იმ­ნა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ არც დე­დამ იცო­და და არც მა­მამ (რა­საც ისი­ნი ამ­ბო­ბენ თვი­თონ), რომც სცოდ­ნო­დათ, რაში აინ­ტე­რე­სებ­და ვე­რი­კო ქარ­ჩა­ვას მის შვილ­თან შუა ღა­მეს ნი­ა­კო იმ­ნა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ მა­ლა­ნი­ებ­მა და იმ­ნა­ძე­ებ­მა 2 ოქ­ტომ­ბერსვე იცოდ­ნენ, რომ მათი შვი­ლე­ბი გა­რე­უ­ლი იყ­ვნენ სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულ­ში” – გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
  • აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა
  • სოფელ პატარძეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge