დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. ეს მოვლენები კვლავ იმის დასტურია, რომ საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, ყველაზე სწორ არჩევანს წარმოადგენს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებამ დასავლეთში ისტერიკა გამოიწვია. იზოლაციით და საპასუხო შედეგებით გვემუქრებოდნენ. ახლა გვესმის, რომ ეს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო. ჩვენ ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ, რითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს წარმატებული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება მიეცა. ხოლო ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაკიცხა ჩვენი ქვეყანა, დღეს უკრაინაში სხვისი ხელით წარუმატებლად იბრძვიან“, – განაცხადა მედვედევმა.
