ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს. მათი ცნობით, მამაკაცი დაცვად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე დააკავეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
