ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარია, ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
