Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვეტერანებმა ერთობლივად დაგმეს გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება

August 7, 2026
ვეტერანებმა ერთობლივად დაგმეს გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეკრებილმა ვეტერანებმა.

გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა, თითქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში მიმდინარე ომის დროს, ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირმა მიერ ერთობლივად ორგანიზებულ შეკრებაზე, ვეტერანმა მებრძოლებმა ბარამიძის ამ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი უწოდეს.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა; მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ისტორიული ფაქტების დამახინჯებას უწყობს ხელს და მეტიც_შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანების ხსოვნასა და ღირსებას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს; განსაკუთებით აღმაშფოთებელია ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები, ახლობლები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნენ დახვრეტილნი.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით. მათი განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ უნდა შეისწავლოს აღნიშნული განცხადება და მისცეს მას კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შეფასება.

შეხვედრის დასასრულს მომზადდა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს შეკრებილმა ომის ვეტერანებმა. დოკუმენტში ასახულია მათი საერთო პოზიცია და მოთხოვნა, რომ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადების საფუძველზე გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე, ნია იმნაძის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ” – ნია იმნაძის ადვოკატი
  • ნია იმნაძის ადვოკატი საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
  • მაშველებმა მდინარიდან დედის ცხედარი ამოასვენეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge