Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

August 7, 2026
შსს ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა, წალენჯიხის, ჭიათურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: “მეთადონი,” “მარიხუანა” და 33 კილოგრამამდე მცენარე “კანაფი.”

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძალიან მძიმე იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ გიორგი ბარამიძის განცხადება” – კახა კალაძე
  • “გიორგი ბარამიძის განცხადება არის, არასახელმწიფოებრივი, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად არასწორი…” – შალვა კერესელიძე
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge