Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურამ ბრალი წაუდგინა პირს, რომელმაც არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები დაამზადა და გაავრცელა სოციალურ ქსელებში

August 7, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ამასთან, ბრალდებული დაზარალებულის ოჯახისგან 10 000 ლარის გადახდას ითხოვდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და საკუთარ მობილურ ტელეფონში შეინახა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, რაც გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, მის მიერ შექმნილ „ინსტაგრამის“ გვერდზე. ასევე, იმავე გვერდზე ბრალდებულმა განათავსა მოთხოვნა მისთვის 10 000 ლარის გადაცემის შესახებ. პარალელურად ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა შეტყობინება და მოსთხოვა 10 000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა პირების სიცოცხლის მოსპობით და ზემოთხსენებული სახელის გამტეხი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ცნობების კვლავ გავრცელებით იმუქრებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და 255-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით წარედგინა (გამოძალვა, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა, ფლობა, დამზადება და გავრცელება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია – მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას
  • მოკლული გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 7.5 მლრდ დოლარს მიაღწია – ივნისში სებ-მა დამატებით 100 მლნ დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge