Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

August 7, 2026
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

“რაზე სკდებიან ბოღმით ქოცები და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით
მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მივატოვე ჩემი ხალხი განსაცდელში, პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები.
ისინი დღემდე სასტიკად გაბრაზებულები არიან და პიარის პერსონას უწოდებენ ჩვენს ალვანელ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, იმისთვის რომ თავი არ დახარა, დამპყრობლის ჩექმებს არ აკოცა, უმაღლეს მთავარ სარდალს არ შეაგინა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე საქართველოსთვის. ქოცს, რომელიც საკუთარი ნებით დახოხავს დამპყრობლის წინაშე, ისტერიულად ეშინია ასეთი გაუტეხელი ადამიანების, ამიტომაც ებრძვიან გიორგის ხსოვნას.
მათ ვერ უპატიებიათ ქართული ჯარისთვის, რომ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში მოგვაგებინა რამდენიმე დღე, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ამიტომაც ლამობენ ქართული ჯარის დასაჭურისებას, საბრძოლო სულისკვეთების ჩაკვლას, ამიტომაც მოკლეს ქართული სამხედრო წარმოება და ბოლოს, მათ ვერ უპატიებიათ ქართველი ერისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით, ჩვენი განსხვავებები გვერდზე გადავდეთ და ასე ერთიანი წარვდექით მტრის და მსოფლიოს წინაშე.
სწორედ ამიტომ 14 წელია უმოწყალოდ შურს იძიებენ ქართველებზე, თავისუფლებას ართმევენ, ამცირებენ, ავიწროებენ, ქვეყნიდან ყრიან და მათ ნაცვლად რუსებს და სხვებს ასახლებენ, მთელს მსოფლიოში სახელს უტეხავენ. ერთი უღირსი მოღალატის პირად მონობაში და საკუთრებაში გაყიდეს მთელი ქვეყანა.
მაგრამ რამდენი ასწლეულიც არ უნდა გავიდეს, მომავალი თაობების ქართველებს ემახსოვრებათ, რომ ღირსება და თავისუფლება დავიცავით, დაუნდობელ იმპერიას ხელი შევუბრუნეთ, მსოფლიო დავარწმუნეთ, რომ ღირსი ვიყავით მხარდაჭერის და საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო რეფორმები განვახორციელეთ, რომ უმძიმესი დარტყმის შემდეგ ისევ დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ სწრაფი განვითარება და ძალიან წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენით.
აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩევა და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა, წარმოუდგენლად მამაცის, ნიჭიერის და მაშინაც კი, როცა აღარავინ არ ელის ამას, ყოველ ჯერზე ფეხზე წამომდგომი და სრულიად უიმედო სიტუაციებიდან გამარჯვებულად გამომსვლელის.
დიდება გმირებს! დიდება მარადიულ საქართველოს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 7.5 მლრდ დოლარს მიაღწია – ივნისში სებ-მა დამატებით 100 მლნ დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა
  • გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა
  • “ბარამიძე არის შტერი, გონებაშეზღუდული, მისი განცხადება არის ქვეყნის, ჯარის, ხალხის მტრობა, მგონია, ამაზე შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდნენ” – ირაკლი ზარქუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge