Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი”- ნია იმნაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

August 6, 2026
“შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი”-  ნია იმნაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის განცხადებით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა ჩამონათვალში კომპანია „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიგურირებს.

ამასთან ადვოკატის განცხადებით, არ შეუძლია დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღო თუ არა გამოძიებამ „მეტასგან“ რაიმე მონაცემები.

„არ ვიცნობ საქმის მასალებს. ჩემთვის ნამდვილად უცნობია, თუ რა სახის მტკიცებულებები არის საქმის მასალებში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომ ყოფილიყო რამე სახის მტკიცებულება, ესეც ჩემთვის უცნობია.

ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა ჩამონათვალში რამე სახის „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიქსირდება. „მეტადან“ რამე ინფორმაცია მოვიდა თუ არა და მართალია თუ ტყუილი, ამასაც ვერ დაგიდასტურებთ. შეიძლება ეს ტყუილიც იყოს.

ეჭვების საფუძველზე არ ხდება სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სისხლის სამართლის საქმე უნდა ვაწარმოოთ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე და სხვა არც ერთი სტანდარტი არ გადაწონის ამ გარემოებას“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რატომ დააკავეს ნია იმნაძე შემთხვევიდან დაახლოებით 10 თვის შემდეგ. მისი თქმით, არასრულწლოვანი ამ ხნის განმავლობაში ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.

ლეკიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალდებას სპეციალური დაცვის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართა, მათ შორის საცხოვრებელი ადგილისა და გვარის შეცვლის თაობაზე.

„მე არ ვიცი, თუ ვინმე იცის, რასთან არის დაკავშირებული ნია იმნაძის 10 თვის თავზე დაკავება. რა უნდა თქვას 16 წლის ბავშვმა, რომელიც 9 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. სახელმწიფო ბრალდებას მივმართავდით დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოვითხოვეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გვარის შეცვლა, იმიტომ, რომ საზოგადოების ცალკეული ნაწილი, რომელიც არასწორად გავრცელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შეცდომაში იყო შეყვანილი, ამით ახდენდა გარკვეულ უწყებებზე ზეგავლენას, ზეწოლას და წნეხს, რის საფუძველზეც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არ არის გამორიცხული მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს ასეთ გარემოებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • რა გახდა “სამგორის” მეტროში სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი – ცნობილია ექსპერტიზის პასუხი
  • დიდი ბრიტანეთის საელჩო მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge