დედას, რომელიც შვილის გადარჩენის მცდელობისას, დინებამ გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, დედის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
