“უმაღლესი განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია რეფორმისთვის. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი და ამ პრინციპის შესაბამისად გადანაწილდა ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის. ოპტიმიზაცია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსები, საკმაოდ მწირი რესურსები, მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებები ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს რეფორმა, რაც მოგვცემს ქართული სტუდენტებისთვის განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
