Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

August 6, 2026
“ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! – ამის შესახებ განცხადება ლევან მაჭავარიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს – საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ!”- ამბობს მაჭავარიანი.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ტურისტები ჩამოდიან იმიტომაც, რომ საქართველო ნებისმიერი კრიტერიუმით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

“ქვეყნის შიგნით ჩვენი ქვეყნის მტრებს, ასევე მათ პატრონებს აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდეს. ყველამ კარგად იცის, რომ ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან მსხვილი დარგია. შესაბამისად, ტურიზმზე დარტყმა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე დარტყმას გულისხმობს. როდესაც დეზინფორმაციის ასეთ ორკესტრირებულ კამპანიას აქვს ადგილი, რაც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა, იკვეთება ნიშნები, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია.

ამას ლოგიკა გვკარნახობს. ჩვენ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, რომელიც ძალიან დროულია და აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.

ასეთი დეზინფორმაცია მიმართულია არა მხოლოდ რუსი ტურისტების მიმართ, არამედ ყველა რუსულენოვანი ტურისტის მიმართ და ზოგადად, ტურიზმის მიმართ. საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ულამაზესი ქვეყანა და ღვინის სამშობლო ვართ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ნებისმიერი კრიტერიუმით, რაც კი შეფასებულა. ურტყამენ ამ მიმართულებას და სურთ, ტურისტებს დაანახონ, თითქოს საქართველო ტურისტებისთვის საფრთხეა“, – განაცხადა მაჭავარიანმა “IPN.GE”-ს მიხედვით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი მოზარდი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია
  • თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge