საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 5 აგვისტოს ცვლილება შევიდა „2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“.
წელს ბაკალავრიატზე მისაღებ სტუდენტთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 21,709 -ს, ხოლო მაგისტრატურაზე 3 390-ს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებით/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა ჩამოყალიბდა ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად:
დანართი/სია #1 (უნივერსიტეტები, პროგრამები და მისაღები ადგილები)
სამაგისტრო გამოცდებით/ სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა ჩამოყალიბდა ახალი დადგენილების დანართ №2-ის შესაბამისად:
დანართი/სია #2 (უნივერსიტეტები, პროგრამები და მისაღები ადგილები)
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, გათვალისწინებული პირების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოსცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა და ორი სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – ვკიტხულობთ პრემიერ-მინისტრის 5 აგვიტოს დადგენილებაში.
