ნინო წილოსანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა.
დეპუტატის თქმით, 2008 წლის ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და ამის ფონზე, მათი შემდგომი ნაბიჯები რუს ტურისტებთან ხელგაშლილი დახვედრა და აქტიური პროპაგანდა იყო, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ.
„მათ რუსოფობობას ოდნავადაც ვერ შეატყობდით, მაგრამ როცა უკრაინაში ომი დაიწყო და მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მთავარი ძალისხმევა რუსოფობიის გაძლიერება იყო, ისინი ამ ყველაფერს მარტივად შეურთდნენ. ფაქტები ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პატრონების დაკვეთით ყველაფერს აკეთებს, მათ არც მორალი, სტანდარტი, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ. როცა 2008 წლის ომის შემდეგ არ გიჩნდება სურვილი, რომ ის შედეგები გააპროტესტო, რაც ომის შემდეგ მივიღეთ, მაგრამ ანტირუსულ კამპანიას უკრაინის ომის შემდეგ აძლიერებ, ვხვდებით, რომ
მათთვის პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული ფარსია“, – განაცხადა წილოსანმა.
