Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა

August 6, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 45 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის ივლისში დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 480 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 27 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, 20 – იმერეთში, 18 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15 – კახეთში, 9 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 6 – ქვემო ქართლში, 5 – მცხეთა-მთიანეთში, 3 – გურიაში, 1 კი – შიდა ქართლში.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის მიზნით დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამასთან, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტი. დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
  • ნიკა მელიას ადვოკატის პირველი კომენტარი
  • გიგა ავლიანის დედა ასახელებს მიზეზებს, რატომაც ნია იმნაძის დაკავებას ითხოვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge