Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ლასლო რობერტ მეზესის ადვოკატის განმარტებით, უნგრელი ჟურნალისტის საქართველოდან გაძევება უკანონოა

August 6, 2026
ლასლო რობერტ მეზესის ადვოკატის განმარტებით, უნგრელი ჟურნალისტის საქართველოდან გაძევება უკანონოა

ლასლო რობერტ მეზესის ადვოკატის, თორნიკე ჯანელიძის განმარტებით, უნგრელი ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

როგორც უფლებადამცველი “TV პირველთან” საუბრისას ამბობს, ლასლო რობერტ მეზესის საქართველოში ყოფნის საკითხი სასამართლოში გასაჩივრებული აქვთ, თუმცა აღნიშნული საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად საემიგრაციო სამსახურის მიერ, სასამართლოს გარეშე, მისთვის არალეგალურად მყოფის სტატუსის მინიჭება და ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყება, უკანონოა.

ამასთან, უფლებადამცველის ცნობით, უნგრელი ჟურნალისტის დაკავების დროს რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.

გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს 6 საათის პერიოდში დამიკავშირდა ლასლო, მითხრა, რომ მეტროში პოლიციამ გააჩერა გადამოწმების მიზნით. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მას უბრალოდ შეამოწმებდნენ და შემდგომში გაუშვებდნენ, რადგან იგი ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მიიღო მითითება, რომ ის უნდა დაეკავებინათ და გადაეყვანათ მიგრაციის სამსახურში. მიგრაციის სამსახური თვლის, რომ ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტი, ვინაიდან გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში, მისი საქართველოში ყოფნის საკითხი და სასამართლოს აღნიშნული საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მისთვის არალეგალურად მყოფის სტატუსის მინიჭება და მისი ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყება, ვფიქრობთ არის უკანონო.

ლასლო ნორმალურად იყო. თქვა, რომ დაკავების დროს არაფერი ინციდენტი არ მომხდარა და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. თვლის, რომ მოცემულ მომენტში კანონიერად იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე,” – განაცხადა თორნიკე ჯანელიძემ.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, იურისტის, მარიკა არევაძის თქმით, სავარაუდოდ, სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მისივე ცნობით, ადვოკატმა სასამართლოს უკვე წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტი.

ცნობისთვის, ლასლო რობერტ მეზესი საემიგრაციო სამსახურმა, გუშინ, 5 აგვისტოს, დააკავა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უნგრელი ჟურნალისტი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პასუხად ტყუილებზე დაფუძნებულ ქოცპროპაგანდას, თითქოს “იმ 9 წელში” გაიყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები…”- რას წერს ნიკა გვარამია
  • ნიკა მელიას განაჩენი ცნობილია
  • თორნიკე შენგელია კარიერას საკალათბურთო კლუბ „დუბაიში“ გააგრძელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge