Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა…” – რას ამბობს “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი

August 6, 2026
“ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა…” – რას ამბობს “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი

თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი ეჭვი გააჩინა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი წერს.

მისი თქმით, ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას.

„პირველი ორი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ თემაზე კითხვების დასმა არ ღირდა. სამწუხაროდ, გუშინ უკვე მესამედ თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს დასმული კითხვები სწორი იყო თუ არა?

დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა არსებობს – ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები და უკვე მესამედ დაუშვეს ასეთი მასშტაბის ავარია ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას.

უკვე მესამედ საერთაშორისო მედია მთელ მსოფლიოს აჩვენებს ჩაბნელებულ საქართველოს, გაჩერებულ მატარებლებს, მეტროდან ფეხით გამოსულ მგზავრებს, პარალიზებულ მოძრაობას და შეფერხებებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, გამორთული შუქნიშნების გამო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუშინდელ განმარტებას, მან კითხვებზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. თუ მართლაც ენერგოსისტემაში ტესტირება ან ტექნიკური ექსპერიმენტი ტარდებოდა, როგორ შეიძლებოდა ამის შედეგად თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო? თუ ასეთი რისკი არსებობდა, რატომ არ იყო ჩართული ალტერნატიული ან სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემა? ხოლო თუ ასეთი სარეზერვო სისტემა საერთოდ არ არსებობს, ეს უკვე კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ და განმარტებები მხოლოდ ფაქტის შემდეგ გაკეთდა?

ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს ამომწურავი, პროფესიონალური და დამაჯერებელი პასუხები.

საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რას დაადგენს სრულყოფილი გამოძიება და რა დასკვნები გაკეთდა“, – წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.

სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა Facebook-გვერდზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ გამორთვის რისკები წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა ამ რისკების შესახებ მოსახლეობა წინასწარ არავის გაუფრთხილებია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • რუსთაველის გამზირზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა
  • უნგრელი ჟურნალისტის, ლასლო რობერტ მეზესის გადაწყვეტილებით, ის საქართველოს საკუთარი ნებით დატოვებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge