გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა უტარდება”. ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე “ლ” ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
