იურისტი საბა ბრაჭველი ნია იმნაძის დაკავება პროცედურულად სწორად იყო წარმართული, თუმცა ის საუბრობს მტკიცებულებების საკითხზე. როგორც ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, დაკავებისას უნდა არსებობდეს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული (პირდაპირი) მტკიცებულებების ერთობლიობა.
1. კი, ასეთი პროცედურით უნდა დაეკავებინათ. არასრულწლოვანის შემთხვევაშიც, სხვა უფრო მსუბუქი ვარიანტი ძნელი წარმოსადგენია.
2. თანამონაწილეობის (წაქეზების) სისხლის სამართლებრივი ბრალდება ნიშნავს ამას: პირს უნდა დაუმტკიცდეს, რომ მან დაზუსტებით იცოდა ან მის ხელთ არსებული ინფორმაციიდან უნდა ევარაუდა, რომ ამსრულებელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენას აპირებდა და მან ამსრულებელი ან ამ დანაშაულის ჩასადენად წააქეზა, ან ის შეგნებულად უშვებდა, რომ ამსრულებელი ამ დანაშაულს ჩაიდენდა.
3. სამტკიცებლად ეს საკმაოდ მაღალი თამასაა, ამიტომ უნდა არსებობდეს აშკარა, უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული (პირდაპირი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ამ განზრახვის ქონას გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს.
და მთავარი: რაკი ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით ჩაბნელებულია და გადატანითი მნიშვნელობით (ჯერჯერობით მაინც) ჩალით ვართ გადახურული,რაკი ქვეყანაში სანქცირებული და პოლიტიკური პროკურატურა და სასამართლო გვყავს,რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეებში კონკრეტული ადამიანების სამართლებრივი (და არა მორალური) ბრალის (ან უდანაშაულობის) გადაჭრით მტკიცება ცოტა ძნელი საქმე იქნება. ან ავანთებთ ქვეყანაში შუქს, ან მოგვიწევს ბნელში ხელის ცეცება” – წერს ბრაჭველი.
ამ თემას ეხმაურება ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის” დამფუძნებელი ლონდა თოლორაია:
“ამ დანაშაულის შედეგი უმძიმესია. თუმცა, შედეგის სიმძიმე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ეს დანაშაული დროულად და ეფექტიანად გამოეძიებინა. სახელმწიფოს ამ შედეგებისთვის დასჭირდა შვილმოკლული დედის განწირული ბრძოლა.სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი განულებულია ნდობა მართლმსაჯულების სისტემის (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ.) მიმართ, დაზარალებულები, ბრალდებულები, ადვოკატები სამართლის პოვნის ერთადერთ გზად სულ უფრო ხშირად ირჩევენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას და შემდგომ საზოგადოებრივი წნეხის მათ სასარგებლოდ გამოყენებას.სწორედ ამ უნდობლობის, მართლმსაჯულების ინსტიტუტებისადმი უიმედობის გამოძახილია პოლიციასთან, პროკურატურასთან გამართული აქციები (რაც მინიმუმ შვილმოკლულ დედებს არ უნდა ჭირდებოდეთ), გაუბედურებული მშობლების ინტერვიუები ტელევიზიებში (რაც ურთულესია მათთვის), ლაივები საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილებიდან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები/ინტერვიუები/პოსტები, რომლებსაც ზოგჯერ არაფერი აქვს საერთო ეთიკასთან, კანონთან და სამართალთან.ეს არის უმძიმესი რეალობა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე ამ სისტემებისთვის. სახელმწიფოსი აღარ გჯერა მაშინაც კი, როცა შესაძლოა კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდეს. განაგრძეთ კითხვა…
