Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის ერთგვარი პოლიტიკური პასუხი რუსეთის მხრიდან”- რას უკავშირებს გია ხუხაშვილი ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას?

August 5, 2026
არა თუ დამარცხება, არამედ –  “არც ერთი ხმა ქართულ ონებას!” – გია ხუხაშვილი

“ეს არის ერთგვარი პოლიტიკური პასუხი რუსეთის მხრიდან” –  ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილი განაცხადა და საქართველოს უკვე მესამედ სრულ ჩაბნელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირველი გათიშვა 24 ივლისს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთთან დაკავშირებულ სისტემებზე საქართველში ევროპიდან გარკვეული სანქციები დაწესდა, ამასთან, აშშ-ში დაიწყო გამოძიება რუსული და ჩინური სპეცსამსახურების გავლენებზე საქართველოში.

გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ რუსეთმა დენის სრული გათიშვით დასავლეთს უპასუხა – “ასეთი მიკრო ომი ვიხილეთ ჩვენ დასავლეთსა და რუსეთს შორის”. 

მიზეზები ბევრია, ტექნიკურ მიზეზებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, კორუფციაზე, ბევრ სხვა რამეზე, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი მაინც არის პოლიტიკური. პირველი ჩაბნელება 24 ივლისს მოხდა, როდესაც გარკვეულწილად რუსეთთან დაკავშირებულ სისტემებზე საქართველში იქნა გამოწერილი ევროპიდან გარკვეული სანქციები და გარდა ამისა, აშშ-ში დაიწყო გამოძიება რუსული და ჩინური სპეცსამსახურების გავლენებზე საქართველოში. იმ ღამეს მოხდა პირველი “ბლექაუთი”. მე ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური პასუხი რუსეთის მხრიდან. მე მაშინვე ვისაუბრე, მთავარ მიზეზად დავასახელე სავარაუდო საბოტაჟი, სხვათა შორის, მეორე დღესვე აღძრა სუს-მაც საბოტაჟის მუხლით საქმე და დაიწყო ეს რუტინა. 

ვფიქრობ, რუსეთისთვის დამახასიათებელია ამ ტიპის ბერკეტების ამოქმედება იმიტომ, რომ როდესაც ერთი მხარე მოქმედებს და თავის კბილებს აჩვენებს, რუსეთი რაღაცნაირად პასუხობს ხოლმე. ასეთი მიკრო ომი ვიხილეთ ჩვენ დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსეთმა კონტრარგუმენტად დადო ეს… რუსეთს საქართველოში ნებისმიერი საბოტაჟის მოწყობა, ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მათი საცეცებია მთელ სისტემაში გაბნეული და ამის შენიღბვა ვითომ ავარიით, ეს არის ერთი…” – განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ გაითიშა. სემეკ-ის წევრი აცხადებს, რომ შუქის გათიშვა  ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.

ამასთან, დენი გამოირთო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე გარდაცვლილ ლანა ლატარიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
  • მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
  • გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge