„ლელა კაკულია ცოტა ხნის წინ მარტვილის მონასტერში იმყოფებოდა. მან იქ წარმოთქვა წინასწარმეტყველება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალური პოლიტიკისთვის და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა.“ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლელა კაკულიას გვერდი აქვეყნებს.
“ეს წინასწარმეტყველება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი პოლონეთისთვის, ვინაიდან სწორედ მას შეეხება იგი.
აი რა ბრძანა მან:
„დიდი ინფორმაციები მაქვს, მაგრამ მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული – გადაწყვიტა პოლონეთის დაბომბვა. რუსეთი არ შეჩერდება. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება“.
ოდნავ მოგვიანებით ქალბატონმა ლელამ, უკვე კამერის მიღმა, განავრცო წინასწარმეტყველება და ბრძანა:
„რუსეთი პოლონეთში ომს ვერ გაშლის. კი დაარტყამს, მაგრამ, ასე ვთქვათ, მხოლოდ რამდენიმე ბომბს ჩამოაგდებს. ამით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს — ვერ გაიმარჯვებს.
ევროკავშირი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კი საბოლოოდ გაცოფდებიან და რუსულ დათვს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ბუნაგში შეტენიან.
საერთოდ კი, ვხედავ, პოლონეთში მოულოდნელად შეიცვლება პრეზიდენტი. ქვეყნის სათავეში მოდის ძლიერი პიროვნება. აი ის გაუმკლავდება რუსეთს. კრემლი პოლონეთს ვერ მოერევა.
ვხედავ, პოლონეთში ბევრი რამ შეიცვლება. მის პოლიტიკაში დიდ როლს ითამაშებს ქალი პოლიტიკოსი.
სხვათა შორის, პუტინს ბალტიისპირეთის მიმართაც იგივე აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ამდენს რუსეთი ვერ გაუმკლავდება.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ბორის ჯონსონი ძლიერი პიროვნება იყო. რასაც აკეთებდა, ღირდა იმის გაკეთება. ახალი პრემიერი, ვინც მოდის, არ არის ასეთი ძლიერი. მას არც მწვადის დაწვა უნდა და არც შამფურისა. ორმაგ თამაშს ითამაშებს. ამის გამო ევროპა და ამერიკა გაუბრაზდებიან, თუმცა მერე მაინც მორიგდებიან“.