თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები ავრცელებენ.
ცნობისთვის, დღეს, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ გაითიშა. სემეკ-ის წევრი აცხადებს, რომ შუქის გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.
ამასთან, დენი გამოირთო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
