Wednesday, August 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაუჩინარებული მოზარდის მამიდა ძალიან საეჭვოდ იქცევა – ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში “ბევრ სიურპრიზს” წააწყდა

August 5, 2026
გაუჩინარებული მოზარდის მამიდა ძალიან საეჭვოდ იქცევა – ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში “ბევრ სიურპრიზს” წააწყდა

ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, 12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის მამიდა ძალიან საეჭვოდ იქცევა. ამის შესახებ უფლებადამცველმა “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველდღიურად აწყდება საქმეში ახალ სირთულეებსა და სიურპრიზებს. ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ მის თხოვნას, დაეხმარონ და მიაწოდონ მეტი ინფორმაცია, ყველაზე მეტად ის ადამიანები აიგნორებენ, ვის ინტერესშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს აღნიშნული საქმის გახსნა.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, სირთულეებს აწყდება სამართალდამცავ ორგანოსთან ურთიერთობის დროსაც – “სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოს არ აქვს ჩატარებული ეფექტურად საგამოძიებო მოქმედებები”.

რამდენიმე დღეა, რაც ჩავერთე აღნიშნულ საქმეში და ყოველდღე ვაწყდები ახალ სირთულეებს, სიურპრიზებს. მე ვხედავ, რომ ყველაზე მეტად აიგნორებენ ჩვენს თხოვნას, რომ დაგვეხმარონ და მოგვაწოდონ მეტი ინფორმაცია, ის ადამიანები, ვის ინტერესშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს აღნიშნული საქმის გახსნა და მეტი ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. 

ამ შემთხვევაში მე ვისაუბრე მხოლოდ მამიდასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ბევრი სხვა მიმართულებით და მე ვხედავ, რომ ადამიანები ნამდვილად არ არიან დაინტერესებულები, რომ ეს საქმე გაიხსნას და პასუხი გაეცეს კითხვას – სად არის ის ბავშვი, ის ბიჭი, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარდა. 

აღნიშნულ პრობლემებს წავაწყდით, როგორც სამართალდამცავ ორგანოსთან ურთიერთობის დროს, ასევე იმ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. მე არ ვაპირებ დღეს, რა თქმა უნდა, კარტების გახსნას და ყველა ინფორმაციის წინასწარ მოწოდებას იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით ვსაუბრობთ, თუმცა ჩემი Facebook პოსტი ეხებოდა მამიდის საქციელს, რომელსაც რამდენიმე დღეა ვთხოვ შეხვედრას, უკვე თითქმის შეთანხმებული ვიყავით შეხვედრასთან დაკავშირებით, მე ვიცოდი, რომ დღეს უნდა შევხვედროდი, ისიც იცოდა, რომ მნიშვნელოვანი შეკითხვები მქონდა, მაქვს კითხვები, ის კითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დამატებით ის კითხვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის და ვფიქრობ, თავად მამიდის ინტერესში უნდა იყოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე ვხედავ, რომ აღნიშნული ქალბატონი უარს აცხადებს ჩემთან შეხვედრაზე და უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში აჩენს უამრავ კითხვის ნიშანს, აჩენს უამრავ ეჭვს და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის ეჭვი და ვარაუდი, რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას ამ ქალბატონთან დაკავშირებით, არის ლეგიტიმური. ყველა ეჭვს და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება, სანამ მე არ დავინახავ, რომ ეს ადამიანი და სხვა ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როდესაც დაიკარგა ბავშვი, მიაწვდიან გამოძიებას სწორ ინფორმაციას. 

სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოს არ აქვს ჩატარებული ეფექტურად საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მეტსაც გეტყვით, აღნიშნული ბავშვების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ჩანს და როგორც ვხედავ, არ არის გულწრფელი და ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ბავშვები ძალიან ბევრ რამეს მალავენ და ჩვენი მიზანი არის, რომ ფარდა ავხადოთ ყველა იმ საკითხს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი,” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. 

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.  გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნია იმნაძის სახლში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული – ვრცელდება ვიდეო
  • ადვოკატის ინფორმაციით, ამ წუთებში გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ
  • “ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია”- „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge