ასტროლოგმა ანჯელინა ვაკულინამ თქვა, რომ ხარკოვს სერიოზული საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, ამ ქალაქს დიდი განადგურება ელის. ოკუპანტები მას მალე არ დატოვებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია Unian.net-ის წერს.
„ხარკოვში სიტუაცია მარიუპოლის მსგავსია, განადგურების თვალსაზრისით. რასაც ვხედავ, ეს მტკივნეულია“, – წერს ასტროლოგი.
მან ასევე აღნიშნა, რომ არის რამდენიმე ქალაქი, რომელიც უახლოეს მომავალში დეოკუპირებული იქნება, ესენია – ხერსონი და მელიტოპოლი.
„ოკუპირებული ტერიტორიები შემოდგომაზე დაგვიბრუნდება, კიევი აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა ასტროლოგმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ასტროლოგმა დაასახელა თარიღი, როდის დასრულდება სარაკეტო თავდასხმები უკრაინაში. ექსპერტის თქმით, ვითარება ზამთართან შედარებით შეიცვლება. შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიწყებენ ტერიტორიების დაბრუნებას, დეკემბერში კი ომში გარდამტეხი მომენტი დადგება.