Wednesday, August 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პირდაპირი პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში…” – რას წერს სოსო მანჯავიძე

August 5, 2026
“გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პირდაპირი პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში…” – რას წერს სოსო მანჯავიძე

გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პირდაპირი პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში, – წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბარამიძის პროვოკაციას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორისაა, ქართველების, როგორც ეთნოსის დემონიზაცია, ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის მწვავე სტადიაში გადაყვანა და რაიმე მოლაპარაკების შეთანხმების შესაძლებლობა. როგორც მანჯავიძე აცხადებს, ბარამიძეს რომ ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა და თავის მოჭრა.

“ამ პროვოკაციას რამდენიმე მიზანი აქვს. 1. ქართველების , როგორც ეთნოსის დემონიზაცია, მათი წარმოჩენა ფაშისტებად , შესაბამისად მათ წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედების გამართლება;

2. ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის შენარჩუნება და ახალ, უფრო მწვავე სტადიაში გადაყვანა; 3. რაიმე ტიპის მოლაპარაკების და შეთანხმების შესაძლებლობის გამორიცხვა;

4. ნეგატივის ახალი ტალღის გამოწვევა, რამაც სხვა მსგავს ქმედებებთან ერთად უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში შფოთი, აგრესია და ისტერია, რომლის მოდერაციით უნდა მოხდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რასაც მასობრივი გამოსვლები და რევოლუცია უნდა მოჰყვეს. ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ჩემთვის პირადად სრულიად გაუგებარია, რამდენ ხანს შეიძლება ეს გარეწარი და მისი მავნებლობა ვითმინოთ? ადრე მსგავს მოღალატეებს და მავნებლებს თავს ჰკვეთდნენ, ხვრეტდნენ, სარზე სვამდნენ. ცეცხლზე წვავდნენ დ სხვა. ცხადია, ჩვენ ასეთი სასტიკი მოქმედებების მომხრე არ ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ვითარება, როდესაც ეს მავნებელი და მოღალატე საჯაროდ აკეთებს ქართველი ხალხისთვის უმძიმესი შედეგების მომტან განცხადებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვება, მეტიც, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, შეიძლება იქით აგებინონ პასუხი, არის ნორმალური ადამიანების მორალური დახვრეტა, თავის მოჭრა, სარზე გასმა და ცეცხლში დაწვაც.

და კიდევ. იაგო ხვიჩიას არ ესმის, რომ ასეთი განცხადებების საჯაროდ გავრცელება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს?რომ ეს მიზანმიმართული ტყუილია? თუ ჰგონია, რომ ამას ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენ? მართალი გითხრათ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ სათქმელი შედარებით კორექტულად მეთქვა.სერიოზულად არის გასაროზგი ნეხვში ამოვლებული შინდის წკეპლებით,” – წერს მანჯავიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ლასლო რობერტ მეზესი საემიგრაციო სამსახურმა დააკავა
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge