Wednesday, August 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურა სასამართლოში, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ბიძაშვილის, მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ კომპიუტერულ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს

August 5, 2026
პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მისი ბიძაშვილის, მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ კომპიუტერულ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს.

როგორც საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი განმარტავს, ის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის საქმეზე დართვის შუამდგომლობას დააყენებს. ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, ანდრია ლილუაშვილის ტელეფონში მათ შორის, მიმოწერები არის „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებითაც.

„ანდრია ლულუაშვილის მობილური ტელეფონებზე დანიშნული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზა, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარემ კომპიუტერული ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მიმოწერა, აუდიო საუბრები, ფოტო, ვიდეომასალა იქნა მიღებული ამ ექსპერტიზის ფარგლებში. შესაბამისად, დღეს, ბრალდების მხარე სასამართლოში დააყენებს შუამდგომლობას ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის დართვასთან და დასკვნის გამცემი ექსპერტის დაკითხვასთან დაკავშირებით. ასევე, ბრალდების მხარე, თუ ამის დრო და საშუალება იქნება, გამოიკვლევს იმ მასალას, რომელიც ექსპერტიზის მასალას ახლავს.

რაც ამ ეტაპზე მტკიცებულების სახით დართული არ არის საქმეზე, სწორი არ ვიქნები, თუ ამაზე შინაარსობრივად ვისაუბრებ. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ შორის, კონკრეტულ „ქოლ ცენტრთან“ მიმართებით არის მიმოწერები, საქმეში ფიგურანტი პირები, მათ შორის, რომლებიც დაკითხული არიან საქმეში და სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, მათი მონაყოლი ამ მიმოწერიდან ცალსახად დასტურდება. ეს ცალსახად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა შეფასდეს ერთობლივად, ყველა მტკიცებულების ჭრილში. ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ კონკრეტული „ქოლ ცენტრის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენ დადგენილი გვაქვს ამ მიმართულებით ლილუაშვილების ერთმანეთთან კავშირი, როდესაც ამ პირებს შორის მიმოწერა მოგვაქვს და მათ შორის მიმოწერა არის გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილებს შორის, ბუნებრივია, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, თუმცა, შინაარსობრივად, რა მიმოწერაა, ან ცალსახად რას ადასტურებს, ან რას – ვერა, ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, ის გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზეა მსჯავრდებული და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “არ აქვს თქვენს მიერ გაღარიბებულ ქართველებს წყალში გადასაყრელი 200 ლარი!…” – რას წერს ნიკა გვარამია სასკოლო ფორმებზე
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge