ლიონელ მესიმ მადრიდის სიერა ნორტეს რეგიონის აღსადგენად, რომელიც გამანადგურებელმა ტყის ხანძრებმა დააზარალა, 80 000 ევრო გადარიცხა.
ფაქტი მადრიდის ავტონომიური საზოგადოების პრეზიდენტმა დაადასტურა.
გასული კვირის განმავლობაში მადრიდის შემოგარენში გავრცელებულმა ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა და რეგიონს მძიმე ზიანი მიაყენა.
