Wednesday, August 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის N51-ში ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება

August 5, 2026
მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის N51-ში ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება

„თბილისის განვითარების ფონდი“ მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით – იგი რთულ რელიეფზეა აგებული და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის.

„განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძეგლს. მოსახლეობას შევპირდით, რომ სახლის რეაბილიტაციას განვახორციელებდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები.

„ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ისტორიული შენობა სრულად რეაბილიტირდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღდგება ერკერების დეკორატიული ელემენტები და ისტორიული კარ-ფანჯრები; იგეგმება ფასადების შეღებვა და მასალების შერჩევა განხორციელდება ჩატარებული ლაბორატორიული/ფერის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით.

პროექტის მიზანია დაზიანებული ისტორიული შენობის გადარჩენა, მისი კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წლის მარტში დასრულდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • “გუშინ მანგლისიდან გავიდა და არ დაბრუნებულა…” – ოჯახი დაკარგულ ქალს ეძებს
  • ამ წუთებში ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომას მართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge