“ორმა რამემ მომიკლა გული ბოლო დროს. ჩემმა ახლო მეგობრებმა კი იციან ეს.
ორი რამის გააზრებამ:
რომ არჩევნების გაყალბებაში, სისხლის სამართლის დანაშაულში, რეჟიმს ათასობით თანამზრახველი ჰყავდა. შეიძლება, ეს ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, პროფესორები ყოფილიყვნენ. ანუ ჩვენ გარშემო ცხოვრობს ხალხი, ვინც დანაშაული უპრობლემოდ ჩაიდინა და წაგვართვა ხმის უფლება. წაგვართვა მომავალი.
რომ თაობა, რომელიც მეიმედებოდა, “ინგლისურის და კომპიუტერის” მცოდნე, ამ ცოდნას თურმე საკუთარი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კი არ იყენებს, არამედ პენსიონერების ძარცვას ახმარს. და აქაც დანაშაულს უპრობლემოდ აწერს ხელს ათასობით ადამიანი, ახალგაზრდა.
კოშმარია ასეთ ზნეობრივ დაცემასთან თანაარსებობა”, – წერს ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში.
