Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ვიდეო-კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

August 4, 2026
თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ვიდეო-კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ვიდეო-კამერის ჩანაწერს აქვეყნებს.

როგორც ადვოკატი წერს, ვიდეო-კამერის ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მომღერალ ალექსანდრე (ელგუჯა) მრელაშვილს და ქორწილის ორგანიზატორს მარიამ ომანაძეს გადაესხათ ზემოდან გადმოსხმული გაურკვეველი სითხე, რომელიც ასევე ჩაისხა ალექსანდრე მრელაშვილის წინ მდგარ მუსიკალურ აპარატში, რამაც გამოიწვია აპარატის დაზიანება.

„გიორგი ჭიღლაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გიზიარებთ სასტუმრო “აგარანის მამულის” ვიდეო-კამერის ჩანაწერს.

ჩანაწერში ვხედავთ, რომ 18.07.2026 წელს კამერის დროით 20:15:20 საათზე, ქორწილის სტუმრების ყურადღებას იქცევს მათ ზემოთ მყოფი რუსი დამსვენებლების ქმედება. სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა ტურისტებმა მეფე-დედოფლის მისამართით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა) და შემდგომ სხვადასხვა პროვოკაციული შეძახილი.

იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა სტუმრებმა არ მიაქციეს სათანადო ყურადღება, ამაზე გაღიზიანებულმა რუსმა ტურისტებმა მე-3 სართულიდან დაიწყეს გაურკვეველი სითხეების გადმოსხმა.

ვიდეო-კამერის ჩანაწერში, კამერის დროით 20:16:34 საათზე ნათლად ჩანს, რომ მომღერალ ალექსანდრე (ელგუჯა) მრელაშვილს და ქორწილის ორგანიზატორს მარიამ ომანაძეს გადაესხათ ზემოდან გადმოსხმული გაურკვეველი სითხე, რომელიც ასევე ჩაისხა ალექსანდრე მრელაშვილის წინ მდგარ მუსიკალურ აპარატში, რამაც გამოიწვია აპარატის დაზიანება.

სწორედ ზემოთ დაფიქსირებული მომენტიდან იწყება რუსების მხრიდან პროვოკაცია.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირია უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეების მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით მოქმედების ფაქტი, კერძოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ დაზღვევას, ხოლო სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აწყობენ დანაშაულის პროვოკაციას, თავიანთ მახეში აგებენ მსხვერპლს, რომელსაც უბიძგებენ დანაშაულის ჩადენისკენ, რათა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვონ დაზარალებულის სტატუსი და ამის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას, დაზღვევისგან აინაზღაურონ დიდი ოდენობით თანხები” – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზევე დაიღუპა
  • ევროპაში საპენსიო ასაკი იზრდება – რა ინფორმაციას ავრცელებს Euronews- ი
  • “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge