თბილისში ექსტრემალური ველოსპორტის – BMX (Bicycle Motocross) საერთაშორისო დღე 25-26 ივლისს აღინიშნა.
ღონისძიებაში BMX-ის (Bicycle Motocross) მოყვარულები და პროფესიონალი რაიდერები მონაწილეობდნენ.
BMX არის ველო სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს სისწრაფეს, ტექნიკურ ოსტატობასა და კრეატიულობას. თავდაპირველად მოტოკროსით შთაგონებული ქუჩის კულტურა, დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული სპორტია და ოლიმპიური დისციპლინაც გახდა.
ღონისძიება მეგობრული ჯგუფური მსვლელობით დაიწყო, შემდეგ კი თბილისის ზღვაზე მონაწილეებმა შთამბეჭდავი ილეთები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ორი დღე სავსე იყო ადრენალინით, პოზიტიური ემოციებითა და სპორტის სიყვარულით.
ღონისძიების გენერალური სპონსორი საქართველოს ეროვნული ლატარია გახდა. ლატარიის ბილეთების შეძენით თითოეული მომხმარებელი ხელს უწყობს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საქართველოში ხორციელდება — იქნება ეს ქველმოქმედება, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სპორტის განვითარება თუ სხვა სოციალური ინიციატივები.
საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, პარტნიორსა და გულშემატკივარს, ვინც ამ დღის ნაწილი გახდა. ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით ისტორიებს, რომლებიც მოძრაობას, ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის სიახლეებზე და მოგებულებზე, ასევე გათამაშებებზე ინფორმაცია იხილით www.news.lotto.ge -ზე.
