Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღეს აქტუალური აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა იყო და როგორ იყო…” – რა კომენტარს აკეთებს შარაშიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

August 4, 2026
“დღეს აქტუალური აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა იყო და როგორ იყო…” – რა კომენტარს აკეთებს შარაშიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

რისი თქმა უნდოდა დღეს ირაკლი კობახიძეს – რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის შემდგომ აკეთებდა, მან იგივე უნდა გააგრძელოს?! კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობას“ იხმარს იმისთვის, რომ მთავარ მტერთან, რუსეთთან საკუთარი კოლაბორაცია გაამართლოს?! – რაში გვაინტერესებს დღეს 2008 წლის ომის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიდან ვინ – ლარსზე და ვინ სხვაგან როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს? – ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება დღეს – 2026 წელს! – ასე ეხმაურება მთავრობის მეთაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატი გიორგი შარაშიძე.

შარაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში დაწყებულ ანექსიურ პროცესებს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს, რასაც მისივე თქმით, “ოცნება“ არ აკეთებს და დანაშაულებრივი გულგრილობით გამოირჩევა.

შარაშიძის განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ხაზი სწორედ ამაზე გადის.

“დღეს აქტუალური აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა იყო და როგორ იყო. “ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს.

ახლა მთავარი არა ის, თუ რა ხდებოდა 2008 წელს, არამედ მთავარია რა ხდება დღეს! სამწუხაროდ, დღეს ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნება“ ხმას არ იღებს იმ ანექსიურ პროცესებზე, რასაც ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე – სამაჩაბლოში აქვს ადგილი. როდესაც ჩვენმა გუნდმა პარლამენტში ოკუპაციისა და ანექსიის გასაპროტესტებლად რეზოლუცია დააინიციირა, “ოცნების“ გუნდმა ამ რეზოლუციას პოლიტიკური მატრაკვეცობა უწოდა. ირაკლი კობახიძემ ახსნას, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური მატრაკვეცობა და რას აპირებს ის და “ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ხმა ამოიღოს და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ დაჩქარებულ ანექსიურ პროცესებს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს. დღეს ეს არის მთავარი და არ ის, თუ რას ფიქრობს კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ დანაშაულებზე.

დღეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ხაზი ანექსიის საფრთხეზე გადის! კარგად იცით, თუ რა პროცესები დაიწყო მას შემდეგ, როცა პუტინმა 9 მაისს, კრემლში „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერა ხელი. თუ დღეს კობახიძეს და “ოცნებას“ სურს, ქართველ ხალხს დაუმტკიცოს, რომ პატრიოტული ხელისუფლებაა, პირველ რიგში, ანექსიის წინააღმდეგ უნდა ამოიღოს ხმა, რასაც “ქართული ოცნება“ არ აკეთებს.

სხვა დანარჩენი საინტერესო არ არის – ჩვენ კობახიძეს რაღაც მითებსა და ზღაპრებში “დიფ სთეითისა“ და აგენტურის შესახებ არ შევყვებით! – კობახიძე ახლა რაღაც მითებსა და გაუგებარ “დიფ სთეითის“ საფრთხეებზე კი არ უნდა საუბრობდეს, რუსეთის ოკუპაციას და ანექსიის პროცესს ღირსეულ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხს უნდა სცემდეს. თუ მას ამის თავი არა აქვს, გამოვიდეს და აღიაროს, რომ სინამდვილეში არა ქართულ, არამედ რუსეთის საქმეს აკეთებს, როცა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მტრებად აცხადებს, ხოლო მთავარ მტერთან – რუსეთთან პირდაპირ კოლაბორაციაში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, “ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარი “რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას მიესალმებოდნენ“.

“2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.

არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია“,- დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge