Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

August 4, 2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – დღეს სასამართლოზე გ.მ. აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებენ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას და აღკვეთი ღონისძიების სახით გამყენებული პატიმრობსი გაუქმებას მოითხოვს.

მოვითხოვთ, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, ამის შემდგომი ეტაპი გახლავთ უკვე გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობასთან დაკავშირებით, საკითხის განხილვა, ბუნებრივია აქაც, დაცვის მხარეს, მე მექნება შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით, არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გ.მ.-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენაში, ამ საფუძვლებზე დაყრდნობით, ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე არ გადაეცეს არსებიტად განსახილველად. მიგვაჩნია, რომ არცერთი ფორმალური საფუძველი, არც ფაქტობრივი და არც ფორმალური, სახეზე არ არის, არ არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, პირველ რიგში მის წარსულზე მითითებით, არ არის მიმალვის და ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. შესაბამისად, ამ საფუძვლებზე დაყრდნობით გვექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს. ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით, სახეზე არ არის ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებ გ.მ. – ს მხრიდან დანაშაულის ჩადენას – ამბობს ლაშა ცუცქურიძე.

საქმის პროკურორის თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლო იმსჯელებს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, ასევე გადაისინჯება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა.

სასამართლო გაივლის მხარეთა შუამდგომლობებს, მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, ასევე გადაისინჯება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა. ბრალდებული არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას და ერთადერთი, ცალსახად ის შემიძლია ვთქვა, რომ არ აღიარებას დანაშაულს არცერთი კვალიფიკაციით, არც შეუტყობინებლობას და არც იმ მუხლით, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ, – ამბობს პროკურორი, ქეთი სონიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს – შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.

მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზევე დაიღუპა
  • ევროპაში საპენსიო ასაკი იზრდება – რა ინფორმაციას ავრცელებს Euronews- ი
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge