Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახა კალაძემ ირაკლი კობახიძის განცხადება გაიმეორა

August 4, 2026
კახა კალაძემ ირაკლი კობახიძის განცხადება გაიმეორა

კახი კალაძე ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ამჟამინდელი და წინა ხელისუფლების დროს რუსეთისადმი განწყობაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, “TV პირველის” კითხვებს პასუხობს და კვლავ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკაზე საუბრობს.

კალაძე ირაკლი კობახიძის სიტყვებს იმეორებს და კითხულობს, “2008 წლის შემდეგ კარგი იყო რუსები და დღეს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდნენ ცუდები?- მისი მტკიცებით, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და NGO სექტორის წარმომადგენლები “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებენ.

კითხვაზე, თუ რა შეცვალა “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – კალაძე პასუხობს, რომ ისინი მოსახლეობის და სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ და ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა აქვთ.

ეს არის ფარისევლობა, რასაც ვისმენთ და რასაც აკეთებს კონკრეტული პოლიტიკოსები, “ენჯეოშნიკები”, ეს “ენჯეო” სექტორის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ფარისევლური განცხადებები, ფარისევლური დამოკიდებულება.

რა უნდა იყოს იმაზე მძიმე, იმაზე დიდი უბედურება, როდესაც შენ თუ მიგაჩნია შენი ქვეყანა, საქართველო, შენ სამშობლოდ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი უბედურება, როდესაც კარგავ ტერიტორიებს. პრეზიდენტი ამ დამანგრეველი და გამაუბედურებელი ომის შემდეგ ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა ლარსის საზღვარზე რუს ტურისტებს და მაშინ კარგი იყო რუსები და დღეს გახდა ცუდი? მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა? – ეს მიუთითებს იმაზე, რომ რასაც “დიფ სთეითი” ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ისინი ვალდებულები არიან, ყველაფერი შეასრულონ ზედმიწევნით.

[აგვისტოს ომის დღეებში ხდება ასეთი განცხადებების გამოქვეყნება] იმიტომ, რომ რეალობა უნდა შეფასდეს, სამწუხარო რეალობა არის ეს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და კიდევ ერთხელ გიხსნით და რატომ არ გინდათ გაიგოთ, 2008 წელს… შეეშვით საზოგადოებას, აგერ გიხსნით, როდესაც თქვენმა ხელისუფლებამ 2008 წელს დაკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, გმირი ჯარისკაცები, მაშინ რატომ იყო რუსები კარგი.

ჩვენ შევცვალეთ ის, რომ ჩვენი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ყველაზე მთავარი რაც კეთდება, ტარდება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი, ტარდება სახელმწიფოს ინტერესი და ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა.

ის პოლიტიკა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა, ეს იყო მოღალატეობრივი პოლიტიკა და ის შედეგები, რაც ქვეყანამ მიიღო არის იმ პოლიტიკის, იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სააკაშილი და მისი კრიმინალური რეჟიმი ახორციელებდა,” – ამბობს კახა კალაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა გახდა ეპარქიის უარის მიზეზი – ცნობილია გარდაცვლილი 26 წლის გოგოს ოჯახის პოზიცია
  • ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
  • ვინ არის კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა – რა დეტალები ხდება ცნობილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge