“შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს. მისი სიტყვები: „ოჯახი, სადაც აბორტის ცოდვა ტრიალებს, განწირულია”, ამოქმედდა, პირველი უკრაინაში მებრძოლი ვაჟკაცის ოჯახი გაწირეს და ნაყოფის მოშორება შეუნდობელ ცოდვად აქციეს.
მე მინდა ვკითხო შიო მესამეს: მოსკოვის პატრიარქი კირილე გუნდიაევი არის უკრაინაში პუტინის ომის, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის, გაუპატიურების, ბუჩას მოწყობის, თანამზრახველი, იდეოლოგიურად მომწოდებელი და გამამართლებელი და რატომ იხსენიებს ასეთ კაცს ბარძიმში და მისი დღეგრძელობისთვის რატომ ლოცულობს?
არც ის დაგავიწყდეთ, რომ კირილე გუნდიაევმა 2008 წელს დალოცა რუსული ჯარი და მოუწოდა, დაეცვათ ოსი ძმები ქართველებისგან. ჯაბა იოსელიანი, რომელმაც სამეგრელო სისხლისგან დაცალა, პანთეონში განისვენებს, ეკლესიის მიერ „განწმენდილ-გაპატიოსნებული”. ღმერთო, შენ შეუნდე ლანას და განუსვენე, სადაც მართალნი განისვენებენ”, – წერს არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში.
უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: “ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”
