Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას…” – რას ამბობს კახა კალაძე

August 4, 2026
“ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა სპეკულაციების მიზეზია…არაფერი არის საგანგაშო, ეტაპობრივად ყველაფერი მოწესრიგდება” – კახა კალაძე

სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამ ყველაფერს“, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის მიერ ახალი პარტიის დაფუძნების ფაქტს.

მისი თქმით, ყიფიანი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში არსებობს აგენტურული ქსელი, რომლის წარმომადგენლებიც დავალებებს გარედან იღებენ.

„ეს ადამიანი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემსახურებიან „დიფ სთეითს“ თავისი წარსულითა და საქმიანობით. არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს და გაატარებს ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები იქნება დაცული. ეს არის რეალობა და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მომავალშიც განაგრძობს თავისი ქმედებებითა და ნაბიჯებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დასრულდა ის დრო, როდესაც ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ. „ქვეყანაში არჩევნები ტარდება სამართლიანად და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო კამპანია აწარმოოს. რა თქმა უნდა, აგენტურა შეზღუდული იქნება მომავალშიც. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამას, რადგან ეს ყველაფერი დარჩა წარსულში. ასევე ისიც, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაღაც განცხადებას გააკეთებდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამას სრულ ჭეშმარიტებად და 100%-იან მოცემულობად ვიღებდით.
ეს ვეღარ იქნება. დაივიწყეთ“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ახალი პარტია არის თუ არა ანგარიშგასაწევი, კახა კალაძე პასუხობს ,რომ ყველამ კარგად იცის,  ვინ საიდან ფინანსდება და ვის დავალებებს ასრულებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სტიქია თელავში – ოპოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
  • დააკავეს პირი,რომელმაც მართვის მოწმობის გამოცდის მიმდინარეობისას გამომცდელს ქრთამი შესთავაზა
  • ლევან იოსელიანმა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პაატა მანჯგალაძე მოინახულა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge